ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ საზოგადოებას აცნობა, რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით უკვე მოხდა შეძენა და შემოყვანა 8 ერთეული ISUZU-ს მარკის თანამედროვე ტიპის ავტობუსის სემოყვანა ოზურგეთში.
ამ ტრანსპორტით მგზავრობისას მოქალქეებს სრული კომფორტი შეექმნებათ.
მისივე თქმით, მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიასთან კოორდინირებით, შემუშავდა ახალი სამარშრუტო გეგმა და ტარიფები, რომელიც მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მორგებული უნდა იყოს ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანსა და სოციალურ ჯგუფზე. მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება საბანკო პლასტიკური ბარათებით და ელექტრონული სისტემით, რომელიც ავტობუსშია დამონტაჟებული. სამგზავრო ბარათის შეძენა შესაძლებელია დეილის ქსელურ მარკეტებში ქალაქ ოზურგეთში და სოფელ ნატანებში, ასევე ლოტოს ჯიხურებში.
ახალი ავტობუსები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით: ოზურგეთი – ურეკი; ოზურგეთი – დვაბზუ – ცხემლისხიდი – ვაკიჯვარი; ოზურგეთი – ნაგომარი; ოზურგეთი – ნარუჯა – ლაითური; ოზურგეთი – შემოქმედი – გომი; ოზურგეთი – სოფ. ოზურგეთი – გურიანთა.
მუნიციპალიტეტის მერმა ასევე განაცხადა , რომ ახალი ტრანსპორტის ფუნქციონირებას დააკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებებიც მოხდება.
ავტორი