რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან გოგო გადმოვარდა.
შემთხვევა 21-ე მიკრორაიონში მოხდა.
როგორც მეზობლები ყვებიან, 17 წლის გოგო მე-5 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა.
“ხმაური გავიგონე, გადმოვიხედე და გოგო ეგდო დაბლა”, – ამბობს კორპუსის მცხოვრები.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.