ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, C ლიგის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე კვიპროსი 1:0 დაამარცხა.
ანტმანის გუნდმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 7 ქულით მეორე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 12 ივლისს სახლში ბელარუსთან ჩაატარებს, რომელმაც დღეს ლიეტუვას 3:0 სძლია და 12 ქულით ლიდერია.
თბილისი. „მიხეილ მესხი 2“
საქართველო – კვიპროსი 1:0
გოლი: ბაქრაძე (13)
sportall.ge