ცოტა ხნის წინ, ტაივანში ჩატარებულმა გამოკვლევებმა საინტერესო შედეგები უჩვენა – მაღაზიებში საყიდლებზე სიარული სასარგებლო აღმოჩნდა ჯანმრთელობისთვის.
ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებდა კუნძულის 65 წელზე მეტი ხნოვანების 2 ათასი მცხოვრები. არჩეულ დღეს ქალები და კაცები დაიძრნენ მაღაზიებისაკენ.
როგორც დადგინდა, რაღაც–რაღაცეების ყიდვასთან ერთად, ისინი სასიამოვნოდ ერთობოდნენ, მასლაათობდნენ და ისვენებდნენ,
გამოკვლევებს ეთანხმებიან ბრიტანელი ექსპერტები – ისინი აღნიშნავენ, რომ საყიდლებზე სიარული დადებითად მოქმედებს ადამიანების ფიზიკურ ფორმაზე – მატებს ორგანიზმს აქტიურობას, ახდენს ტვინისა და ორგანოთა სხვა სისტემების მუშაობის სტიმულირებას. ამას გარდა, ადამიანებთან ურთიერთობა კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სოციალური ადაპტაციის დონეზე.
თუკი შოფინგს შევადარებთ სპორტულ სავარჯიშოებს, რომლებიც ითხოვენ საგანგებო მოტივაციებს და პროფესიულ ინსტრუქტორებს, შეიძლება ითქვას, რომ მაღაზიებში სიარული გაცილებით უფრო იოლია,“ – აღნიშნავენ გამოკვლევის ავტორები.
ავტორი