ქალი ყოველთვის ქალად რჩება. მიუხედავად მისი ასაკისა, განათლებისა და სულიერი მდგომარეობისა. მოსწონს, როცა მის ქალურობას პატივს სცემენ და ძალიანაც აფასებს ამას.
ხშირად გაუღიმეთ ქალს, ამაში ხომ მაინც არაფერს გახდევინებენ. ქალებს მოსწონთ მხიარული, გულღია და შუბლგახსნილი მამაკაცები. სულერთია, გინდათ თუ არა, კონკრეტული ქალბატონის გულის მონადირება. მთავარია, თქვენზე დადებითი შთაბეჭდილების შექმნა, რაც თქვენს იმიჯს მხოლოდ წაადგება.
ნუ გძულთ ყვავილები. მამაკაცი, რომელიც ყვავილებს ყიდულობს ან კრეფს, ნებისმიერი ქალისთვის სასიამოვნო სანახავია. ერთბაშად რამდენიმე ქულას „ჩაიწერთ“.
დაიმახსოვრეთ ძუნწი და თავის ფინანსურ პრობლემებზე მოწუწუნე მამაკაცი საშინელია და ძნელად იპოვით ქალს, რომელსაც ის მოეწონება. მამაკაცს შეიძლება, ჰქონდეს პრობლემები, მაგრამ მას უნდა უმკლავდებოდეს – ასე მიაჩნიათ ქალებს.
ავტორი