პარტია „ახალის” ლიდერები ნიკა გვარამია და ნიკა მელია თავის გუნდის წევრებთან ერთად ოზურგეთში იმყოფებოდა. ახალდაფუძნებულმა პარტიის წევრებმა ქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივებს შეხვდნენ და მათგან მოისმინეს რა პრობლემებია მუნიციპალიტეტში.
ნიკა გვარამიას თქმით, მათი მიზანია პოლიტიკურ ველიდან მალე მოხდეს ბიძინა ივანიშვილის წასვლა.
„ვაპირებთ ადამიანებთან პირდაპირ საუბარს. ხალხთან ერთად ვაპირებთ დავასრულოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი,” – გვითხრა ნიკა გვარამიამ.
ვინ იქნებიან „ახალი” გუნდის წევრები ოზურგეთში? – ამ კითხვაზე ნიკა გვარამიამ გვიპასუხა:
„ახლა წყდება ეს ყველაფერი. პარტიაში იქნება გამოცდილი და ახალი სახეები. მთავარი არის, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს,” – თქვა ნიკა გვარამიამ.
როგორც „გურია ნიუსთვის” ხდება ცნობილი, ამ დღეებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” არაერთი ადამიანი შეურთდება „ახალს”.
ავტორი