18 ივნისს, დონეცკის ოლქში რუსეთის არმიამ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა და სამი დაჭრა,_ ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, იუწყება Ukrinform.
“18 ივნისს რუსებმა დონეცკის ოლქში – კურახივკაში ერთი მცხოვრები მოკლეს. კიდევ სამი ადამიანი დაშავდა”, – წერს ის.
მთლიანობაში დონეცკის რეგიონში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან სულ მცირე 2001 ადამიანი დაიღუპა და 5043 დაიჭრა. ეს მონაცემები არ შეიცავს მარიუპოლსა და ვოლნოვახაში დაღუპულებს.