ფრენბურთელმა ანა კალანდაძემ 3-წლიანი კარიერის შემდეგ პოლონური დოლინა ჟეშუვი დატოვა. ის კარიერას თურქულ ლიგაში გააგრძელებს. ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია გალათასარაის ქალთა ფრენბურთის გუნდმა გაავრცელა.
“ჩვენმა კლუბმა 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა 1998 წელს დაბადებულ ქართველ ანა კალანდაძესთან”,_ ნათქვამია გალათასარაის ქალთა ფრენბურთის გუნდის განცხადებაში.
ცნობისთვის, კალანდაძე ბოლოს დოლინა ჟეშუვის ღირსებას იცავდა. მან დოლინასთან ერთად 3 წელიწადში 3 ტიტული მოიგო: პოლონეთის თასი ერთხელ და პოლონეთის სუპერთასი ორჯერ.
ანა 2022-2023 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.