საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ 29 და 30 ივნისს დაგეგმილი ფესტივალი „დიდი ნაყინობანა“ უამინდობის გამო გადაიდო,_ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
“დილას მოსულმა ნალექმა გარკვეული ტექნიკური დაზიანებები გამოიწვია. შესაბამისად, დღეს და ხვალ ღონისძიება აღარ გაიმართება.
ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული ფესტივალი 6 და 7 ივლისს ჩატარდება”,_ ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.