ნატოს სამიტამდე პოლონეთი უკრაინასთან უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას ხელს მოაწერს,_ ამის შესახებ reuters-ის ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერმა განაცხადა.
როგორც ცნობილია, ნატოს სამიტი 9 ივლისს ტარდება.
„თავდაცვის მინისტრთან ერთად უნდა განვსაზღვროთ, თუ როგორ შეგვიძლია გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია შევასუსტოთ პოლონეთის თავდაცვის შესაძლებლობები“, – განუცხადა ტუსკმა ჟურნალისტებს.
“არსებობს 99% შანსი იმისა, რომ ჩვენ მოვაწერთ ამ შეთანხმებას პრეზიდენტ ზელენსკისთან (სამიტამდე)”,_ განაცხადა ტუსკმა.
როგორც ტუსკმა განაცხადა, შეთანხმება პრაქტიკულად “დასრულებულია” და მხოლოდ რამდენიმე დეტალისა და ფორმულირების დაზუსტებაა საჭირო.
ცნობისთვის, ევროკავშირმა და მისმა ორმა წევრმა ქვეყანამ, ლიტვამ და ესტონეთმა, ხუთშაბათს ბრიუსელში გამართულ სამიტზე ხელი მოაწერეს უსაფრთხოების შეთანხმებებს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან.