ასეთი გახანგრძლივებული გრიპის სეზონი აქამდე არ ყოფილა, _ ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა„
ჩხაიძის თქმით, ის ვირუსი, რომელმაც გრიპის ვირუსი ჩაანაცვლა, არის მეტაპნევმოვირუსი.
გრიპის ვირუსი ივნისის ბოლომდე ფიქსირდებოდა, რაც მართლაც უნიკალური მოვლენაა. ასეთი გახანგრძლივებული გრიპის სეზონი არ ყოფილა. ბოლო ორი კვირაა, გრიპი ქვეყანაში უკვე აღარ ფიქსირდება. ის ვირუსი, რომელმაც გრიპის ვირუსი ჩაანაცვლა, არის მეტაპნევმოვირუსი. ვირუსული პეიზაჟი სწორედ ამ ვირუსის და რინოვირუსის სიჭარბითაა. კორონავირუსის შემთხვევები ისევ ფიქსირდება. მცირე რაოდენობით, 2-3 %-ს არ აღემატება, მაგრამ ქვეყანაში კორონავირუსი ისევ ცირკულირებს. თუ ვთქვით, რომ გრიპის სეზონი დამთავრდა, კორონავირუსის შემთხვევები ჯერ კიდევ მაინც რჩება მცირე, მაგრამ გარკვეული რაოდენობით. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომელი ვარიანტი ცირკულირებს ახლა ქვეყანაში. ბოლო რამდენიმე წელია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ „ომიკრონი”, რომელსაც ისეთივე მიმდინარეობა ახასიათებს, როგორც მეტაპნევმოვირუსს, რინოვირუსს. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით, რთული გასარჩევია, ეს არის კორონავირუსი , თუ სხვა ტიპის ვირუსი. მიმდინარეობა უმეტესად საშუალო სიმძიმის და მსუბუქია, ჰოსპიტალიზაციის, გართულებით მიმდინარე შემთხვევები ძალიან იშვიათია. ძირითადად, დამახასიათებელია ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, მსუბუქი ყელის ტკივილი, იშვიათი ხველა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.