წელს, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის პროექტის _ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მონაწილეობითი მონიტორინგი” ფარგლებში, გურიის სამოქალაქო ცენტრმა განახორციელა მონიტორინგი ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.
მონიტორინგის მიზანი იყო, შექმნილიყო რეალური სურათი, თუ როგორია სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში მოსახლეობის ჩართულობა.
კანონმდებლობით, სოფლის საერთო კრებაზე, კენჭისყრით უნდა გადაწყდეს თუ რისი გაკეთებაა სოფელში პრიორიტეტი.
ჯამში, დაიფარა 12 ადმინისტრაციული ერთეულის 18 დასახლება (2 დაბა და 16 სოფელი); აქედან, ოზურგეთში 2 დაბა და შვიდი სოფელი, ხოლო ჩოხატაურში _ 9 სოფელი.
მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ არსებული ფორმით სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ვერ პასუხობს მისი ოთხი პრინციპიდან ვერც ერთს:
_ არ ხდება გადაწყვეტილებების მიღება მოსახლეობის მიერ;
_ არ ხდება მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის ფინანსური თანამონაწილეობა;
_ არ არის მხარდაჭერილი მოსახლეობის აქტიურობა;
_ პროცესი არ არის გამჭვირვალე და ინკლუზიური.
გურიის სამოქალაქო ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გულისხმობს იმას, რომ მუნიციპალიტეტებმა არ დაარღვიონ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში კრებებისთვის დადგენილი წესები და ეს კრებები წესების მიხედვით წარმართონ. უფრო კონკრეტულად:
_ დასახლების საერთო კრების დანიშვნამდე, დაცული იყოს 15-დღიანი ვადა;
_ დასახლების საერთო კრება ჩატარდეს ყველა დასახლებაში ცალკე;
_ მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს კრებებზე გადაწყვეტილების კენჭისყრით მიღება;
_ მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს კრებებზე გადაწყვეტილების გამოცხადება;
_ მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს კრებებზე ოქმის შედგენა ადგილზე, რაც გამორიცხავს შემდგომში ოქმში მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას;
_ მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს კრებები ოქმის გამოქვეყნება დადგენილ ვადაში.
დღეს ჩვენ ვაქვეყნებთ წლეულს, 2024 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფლების მიხედვით დადგენილ/გახორციელებულ პროექტებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში:
საყვავისტყე _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 16 000 ლარი. კრებას 411 ამომრჩევლიდან ესწრებოდა 22 ამომრჩეველი. კრების გადაწყვეტილება _ წყლის სისტემის და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია.
დაბლაციხე _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 12 000 ლარი. კრებას 228 ამომრჩევლიდან ესწრებოდა 16 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ წყლის სისტემის და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია.
ბუკისციხე _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 12 000 ლარი. კრებას 344 ამომრჩევლიდან ესწრებოდა 21 ამომრჩეველი, გადაწყვეტილება _ წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სასაფლაოს შეღობვა, გარე განათების ქსელის გაფართოება.
იანეული _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 12 000 ლარი. კრებას 324 ამომრჩევლიდან ესწრებოდა 20 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ წყლის სისტემის და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია.
გუთური _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 20 000 ლარი. 864 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 40 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხის მოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება.
გორაბერეჟოული _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 16 000 ლარი. 564 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 16 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ ელწისქვილის და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია, წყლის ტუმბოს შეძენა.
ზემო ფარცხმა _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 16 000 ლარი. 661 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 44 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ სკვერის და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის გაფართოება.
შუა ფარცხმა _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 16 000 ლარი. 498 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 44 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ წყლის სისტემის და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია, მავთულბადის შეძენა სასაფლაოს შესაღობად.
გოგოლესუბანი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 20 000 ლარი. 774 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 69 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ სკვერის რეაბილიტაცია, სასაფლაოს შეღობვა.
შუა ამაღლება _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 16 000 ლარი. 660 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 100 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ გარე განათების ქსელი გაფართოება, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია.
ამაღლება _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 16 000 ლარი. 508 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 25 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ ორტონიანი წყლის ავზის შეძენა, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია.
სამება _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 16 000 ლარი. 386 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 36 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია.
ზომლეთი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 12 000 ლარი. 281 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 28 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ გარე განათების ქსელის გაფართოება, წყლის სისტემის რეაბილიტაცია (მასალების შეძენა), სასაფლაოს შეღობვა (მასალების შეძენა).
ვანი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 12 000 ლარი. 249 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 34 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ სასაფლაოს შეღობვა, წყლის სისტემის (მასალების შეძენა) და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია.
ბუკნარი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 16 000 ლარი. 536 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 40 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ გარე განათების ქსელის გაფართოება, გიორგი ირემაძის მანიშნებელი ნიშნის დადგმა.
ქვენობანი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 16 000 ლარი. 640 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 35 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაცია, სკოლამდელი დაწესებულების ეზოს გასართობი ინვენტარის შეძენა.
ბასილეთი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 12 000 ლარი. 253 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 18 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია, არსებული გზისპირა მოსაცდელის რეაბილიტაცია და კიდევ ერთის აგება.
ახალშენი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 12 000 ლარი. 259 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 41 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ სასაფლაოს შეღობვა, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია.
ხიდისთავი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 12 000 ლარი. 484 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 18 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ ბაღისა და მიმდებარე სკვერის მოწესრიგება, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია.
ჭაჭიეთი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 10 000 ლარი. 127 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 30 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ ამბულატორიის ეზოს მოწესრიგება, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია.
მეწიეთი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 10 000 ლარი. 91 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 7 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია.
წიფნაგვარა _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 10 000 ლარი. 60 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 14 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ ამბულატორიის შენობის მშენებლობის დასრულება.
ზენობანი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 10 000 ლარი. 71 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 16 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ გარე განათების ქსელის გაფართოება.
ბჟოლიეთი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 12 000 ლარი. 177 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 30 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია.
ხევი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 10 000 ლარი. 167 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 29 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია.
ბუქსიეთი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 10 000 ლარი. 63 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 16 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია.
თავპანტა _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 10 000 ლარი. 84 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 12 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ სპორტული ინვენტარის შეძენა, ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაცია.
ნაბეღლავი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 12 000 ლარი. კრებას ესწრებოდა 14 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ გარე განათების ქსელი გაფართოება.
ქვაბღა _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 12 000 ლარი. 297 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 16 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ გარე განათების ქსელი გაფართოება.
ჩხაკაურა _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 12 000 ლარი. 297 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 29 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ გარე განათების ქსელი გაფართოება.
წიფნარი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 12 000 ლარი.202 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 31 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია.
ბურნათი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 12 000 ლარი. 233 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 16 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია.
კოხნარი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 16 000 ლარი. 615 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 32 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ გარე განათების ქსელი გაფართოება.
ნაკადული _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 10 000 ლარი. 167 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 16 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ გარე განათების ქსელი გაფართოება.
ქვემოხეთი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 12 000 ლარი. 223 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 23 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ გარე განათების ქსელი გაფართოება.
მამულარი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 10 000 ლარი. 185 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 16 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია (ცხაურების მოწყობა).
კალაგონი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 10 000 ლარი. 33 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 16 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ წყლის სისტემის და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია.
ჩომეთი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 10 000 ლარი. 214 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 16 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია.
განთიადი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 10 000 ლარი. 88 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 16 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია (მილხიდების მოწყობა).
გოგოური _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 10 000 ლარი. 71 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 16 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია.
თხილაგანი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 10 000 ლარი. 54 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 12 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია.
გურისტყე _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 10 000 ლარი. 47 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 9 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ გარე განათების ქსელი გაფართოება, მილხიდების გაკეთება.
გაღმა დობირო _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 10 000 ლარი. 27 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 7 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელი გაფართოება.
გამოღმა დობირო _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 10 000 ლარი. 29 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 8 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ ორი საფეხმავლო ხიდის გაკეთება, წყლის მილის შეძენა..
შუა სურები _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 12 000 ლარი. 181 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 14 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ წყლის სისტემის რეაბილიტაცია (მასალების შეძენა), ცხაურების მოწყობა, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია.
ჩაკიტაური _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 10 000 ლარი. 48 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 6 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია.
ჭალა-ქადაგაური _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 10 000 ლარი. 41 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 7 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ წყლის სისტემის და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხის გაწმენდა.
ზემო სურები _ შველაურ-ციციბაური _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 10 000 ლარი. 51 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 5 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, ცხაურების მოწყობა.
წითელგორა _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 10 000 ლარი. 31 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 5 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, მაღალი წნევის წყლის მილის შეძენა.
თავსურები _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 10 000 ლარი. 44 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 5 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ წისქვილის და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია.
ტობახჩა _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 10 000 ლარი. 36 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 5 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ წისქვილის და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია.
ქვემო ერკეთი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 12 000 ლარი. 324 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 15 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ წყლის სისტემის და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელი გაფართოება.
ზემო ერკეთი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 10 000 ლარი. 205 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 15 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელი გაფართოება.
შუბანი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 10 000 ლარი. 45 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 12 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელი გაფართოება.
ქვემო ონჭიქედი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 10 000 ლარი. 68 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 15 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ სანიაღვრე არხების მოწყობა, გარე განათების ქსელი გაფართოება.
ზემო ონჭიქედი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 10 000 ლარი. 78 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 10 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელი გაფართოება.
ვაზიანი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 12 000 ლარი. 252 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 16 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ სასაფლაოს და ტაძრის ეზოს შეღობვა.
ჯვარცხმა _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 16 000 ლარი. 451 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 16 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ გარე განათების ქსელი გაფართოება.
ინტაბუეთი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 12 000 ლარი. 196 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 16 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია, სასაფლაოს და ტაძრის ეზოს შეღობვა.
ზოტი _ პროექტის საორიენტაციო ღირებულებაა 16 000 ლარი. 912 ამომრჩევლიდან კრებას ესწრებოდა 26 ამომრჩეველი. გადაწყვეტილება _ გარე განათების ქსელი გაფართოება.
ლისა კოროშინაძე,
ივანე კეკელიძე