ბევრმა არ იცის, რომ ოთახის დეკორატიულ მცენარეებს ოჯახში წარმატება, ბარაქა და იღბალი მოაქვთ. ზოგიერთ მათგანს ოჯახის სიმტკიცეშიც კი მიუძღვის წვლილი. წარმოგიდგენთ რამდენიმე ასეთ მცენარეს:
სპატიფილუმი
თუ მეუღლესთან ან დედამთილ-მამამთილთან ურთიერთობა დაგეძაბათ, ქოთანში სპატიფილუმი დარგეთ. ტყუილად კი არ უწოდებენ მას “ქალური ბედნიერების” ყვავილს.
ია
იას მშვიდობის ყვავილს ეძახიან. დაკვირვებამ ცხადყო, რომ ოჯახებში, სადაც ია ხარობს, წევრები ერთმანეთში არასოდეს ჩხუბობენ. ია ერთგულების სიმბოლოცაა. თუ ცხოვრებაში რთული პერიოდი გაქვთ, თეთრი ია შეიძინეთ. სულიერი დარდის გადატანაში დაგეხმარებათ.
ჩინური ვარდი
მალაიზიის სიმბოლო და ჰავაის ემბლემა. ამ ქვეყნებში ეს ყვავილი მშვიდობის და ვნების სიმბოლოა
ხოია, ანუ ცვილის სურო
ბევრ ქვეყანაში ეს ყვავილი სიყვარულში გამოტყდომის სიმბოლოა. ოჯახში მისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი საძინებელია. მთელი წლის განმავლობაში სასურველია იმყოფებოდეს ოთახში – არ უყვარს გადაადგილება.
მირტი
ახალგაზრდა ოჯახისთვის საუკეთესო საჩუქარია. მირტს ოჯახში ბედნიერება და ურთიერთგაგება მოაქვს.