ეთერ ლიპარტელიანი მერვედფინალში გავიდა.
პარიზის ოლიმპიური თამაშების მესამე საშეჯიბრო დღეს ძიუდოისტთა ტურნირში ჩაერთო ქალთა ნაკრების წარმომადგენელი ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ).
საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა პირველი წრის შეხვედრა წარმატებით გაიარა. ორი ვაზარით დაამარცხა ბრიტანელი ლელე ნაირნი და მერვედფინალში გავიდა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ლიპარტელიანის მეტოქე მომდევნო შეხვედრაში უზბეკი შუხურჯონ ამინოვა იქნება.