უკვე ერთი კვირაა, ოზურგეთში, ერთ კილოგრამ თხილს სამ ლარად იბარებენ. გატეხვის პროცესი ჯერ არ დაუწყიათ.
_ამ სეზონზე, წინა წლებთან შედარებით, ნაკლებად ასხია. მსხმოიარობა წელს ბევრად ნაკლებია, ვიდრე წინა წლებში. ცუდმა ამინდებმა გააფუჭა, ჩამოიყარა, თორემ გაზაფხულზე კარგად ესხა. ახლა ათ ძირზე ათ კილოგრამს თუ მოკრეფ, ისეა საქმე…ზოგი ამბობს, რომ მათ ბაღში ასხია, თუმცა ეს მცირე რაოდენობაა, – გვეუბნებიან სოფლების მცხოვრებლები, რომლებსაც დილაადრიან რამდენიმე კილოგრამი თხილი ჩამოაქვთ გასაყიდად.
მასობრივად კრეფა ჯერ არ დაწყებულა.
ავტორი