ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების კურსადმთავრებულები მარიამ და ლინდა სიხარულიძეები მეგობრები არიან. მარიამს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. მისი წარმატების შესახებ არაერთხელ დაწერილა ჩვენს ვებგვერდზე. დღეს ჩვენი მკითხველი ლინდასაც გაიცნობს. მეგობრებმა გულშემატკივარი ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიღებული მაღალი შედეგით გაახარა. მარიამმა მაქსიმალური 60 ქულიდან 58 ქულა აიღო, ლინდამ კი 54.
ვულოცავთ მარიამს და ლინდას ამ წარმატებას და მომავალში ყველა ოცნების ასრულებას ვუსურვებთ.