გოგო, რომელმაც წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ქართულ – ევროპული სკოლა, თავს სამტრედიელად მოიხსენიებს, რადგან მისი ფესვები სამტრედიიდან მოდის. ეს გოგო ნათია გოგოტიშვილია და დღევანდელი დღის შედეგით ბედნიერი.
ეროვნულებზე ინგლისური ენის გამოცდაში მან უმაღლესი, 70 ქულა მიიღო და სკოლაში მიღებულ ცოდნასთან ერთად, ინგლისურის უმაღლეს ქულას სამტრედიელი პედაგოგის, ნინო სტურუას დამსახურებადაც მიიჩნევს.
ნათია გოგოტიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე აბარებს და აქვს მოლოდინი, სახელმწიფოდან გრანტის მიღების.