ჩოხატაურის სამრევლო სკოლის კურსდამთავრებულმა ირაკლი ძმანაშვილმა ისტორიის გამოცდაში მაქსიმალური 60 ქულიდან 59 ქულის მოპოვება შეძლო.
“დიდი შრომის შედეგია. მახარებს ის ფაქტი, რომ სირთულეების მიუხედავად, კარგად გავართვი თავი”,_ ამბობს გახარებული კურსდამთავრებული “გურია ნიუსთან”.
შეგახსენებთ, რომ ირაკლიმ წარმატებით ჩააბარა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაც, რაშიც მაქსიმალური 60 ქულიდან 54 ქულა მიიღო.
“გურია ნიუსი” ულოცავს ირაკლის და ყველა კურსდამთავრებულს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სამომავლოდაც წარმატებებს უსურვებს.