მარნეულში, შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი ეკუთვნის პირს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.