ცოტა ხნის წინ, გამოცემამ “Billboard” გამოაქვეყნა იმ ამერიკელ მუსიკოს-შემსრულებელთა ჩამონათვალი, რომლებმაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ჩანაწერი გაყიდეს.
საპატიო პირველი ადგილი მომღერალმა რიანამ დაიკავა. 2014 წლიდან აშშ-ში მუსიკოსის 47.5 მილიონი ცალი ალბომი გაიყიდა.
მეორე საფეხურზე ჯგუფი “The Black Eyed Peas” აღმოჩნდა. ჯგუფმა 42.4 მილიონი ცალი დისკი გაასაღა.
რეპ-შემსრულებელი ემინემი 42.2 მილიონით მესამე პოზიციაზე განთავსდა.
ლედი გაგა მეოთხეა, ტეილორ სვიფტი კი მეხუთე.
ქეთი პერიმ, ლილ უეინმა და ბეიონსემ მომდევნო ადგილები დაიკავეს. პირველი ათეულის ბოლო ორი ადგილი კენი უესტმა და ბრიტნი სპირსმა შეავსეს.
ყველაზე პოპულარულ კომპოზიციად “The Black Eyed Peas”-ის სინგლი “I Gotta Feeling” დასახელდა. ამერიკელმა მელომანებმა მისი 7.68 მილიონი ცალი შეიძინეს.
ავტორი