BBC-ის ინფორმაციით, სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად სირიის რამდენიმე სამხედრო ობიექტზე.
Sana- ინფორმაციით, საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ კიდევ 43 ადამიანი დაიჭრა კვირას ღამით მასიაფის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჰამას პროვინციაში განხორციელებული თავდასხმების შედეგად.
გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულმა მონიტორინგის ჯგუფმა ადრე განაცხადა, რომ სულ მცირე ოთხი ჯარისკაცი და სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა თავდასხმების შედეგად, რომლებმაც გაანადგურეს სამხედრო და სამეცნიერო ობიექტები, სადაც ირანის მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფები იმყოფებოდნენ.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ კომენტარს არ აკეთებენ უცხოური მედიის ცნობებზე.