ბათუმში თამბაქოს მაღაზია გატეხეს. შემთხვევა მელიქიშვილის ქუჩაზე მოხდა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ ajaratimes ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, თვითმხილველები ამბობენ, რომ წაღებულია თამბაქოს გარკვეული რაოდენობა. ადგილზე პოლიციელები იმყოფებიან.
ajaratimes-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.