გარდაბნის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ “რუსთავი2” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “რუსთავი 2-ს” განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.