ვერძი
თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დროა – ჰორიზონტზე ახალი ადამიანები და ახალი შესაძლებლობები ჩანს, რომლებიც აქამდე არ იყო. ეცადეთ, შესაძლებლობით ისარგებლოთ და ძველი ოცნებები განახორციელოთ. რისკების და ექსპერიმენტების ნუ შეგეშინდებათ – სასარგებლო გამოცდილება მიზანთან დაგაახლოებთ. დროს უსარგებლო საუბრებში ნუ დაკარგავთ – ეცადეთ, დაგროვილი საქმეები დროულად დაასრულოთ.
კურო
გირჩევთ, საყოფაცხოვრებო საკითხებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. საოჯახო საქმეების კეთება სტრესის მოხსნაში და განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ. სამსახურში წესები არ დაარღვიოთ და ძველი, კარგად ნაცნობი ხერხებით იმოქმედეთ. თქვენი სიმტკიცე და შრომისმოყვარეობა აუცილებლად დაფასდება, მთავარია, გარშემო მყოფებზე ზეწოლა არ მოახდინოთ და მათ ინტერესებს პატივი სცეთ.
ტყუპები
გარშემო ყურადღებით მიმოიხედეთ, ახლობელი ადამიანების საუბრებს მოუსმინეთ და ბედისწერის მინიშნებები დაინახეთ. თუ სწორად იმოქმედებთ, შეიძლება ამ დღეს რომელიღაც ძველი ოცნება აგიხდეთ. კარგი დღეა ძველი, მოსაწყენი საკითხების მოგვარებისა და სამუშაო განრიგის მოწესრიგებისთვის. ყველაფერი იღონეთ, რომ ოჯახის წევრებს შორის კამათი და გაუგებრობა დაასრულოთ.
კირჩხიბი
მოემზადეთ იმისთვის, რომ გეგმების შეცვლა და შეხვედრების გადადება მოგიწევთ. გარემოებები თქვენ წინააღმდეგაა, ამიტომ ეცადეთ, წარუმატებლობასა და სირთულეებს მშვიდად შეხვდეთ. სარისკო ან სახიფათო საქმეში მონაწილეობის სურვილმა შეიძლება ბევრი პრობლემა მოგიტანოთ. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა – შეიძლება ფული უხარისხო და უსარგებლო ნივთებში დახარჯოთ.
ლომი
ამ დღისთვის მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ, რადგან გეგმების შეცვლა და ახალ გარემოებებთან შეგუება მოგიწევთ. ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში სარგებელი ნახოთ და მცირე წარუმატებლობის გამო არ ინერვიულოთ. ახალი პროექტის დაწყება სამომავლოდ გადადეთ და მთელი ყურადღება პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაზე გადაიტანეთ. შესაძლოა, თქვენი გარემოცვიდან ვიღაც ძალიან გაღიზიანებთ, მაგრამ ეცადეთ, საქმე დაპირისპირებამდე არ მიიყვანოთ.
ქალწული
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე მშვიდად გაატაროთ და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას ყოველი სიტყვა აკონტროლოთ. ეცადეთ, ხალხმრავალ და ხმაურიან ადგილებს მოერიდოთ. დაწყებული საქმის დროულად დასრულება გიჭირთ, რადგან ყოველ ნაბიჯზე გაუთვალისწინებელ სირთულეებს აწყდებით. შესაძლოა, საკუთარი დავალებების ნაწილი კოლეგებს ან ახლობლებს გაუნაწილოთ – ისინი იმედს არ გაგიცრუებენ.
სასწორი
წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. როგორ რთულ საქმესაც არ უნდა შეეჭიდოთ, წარმატებას მიაღწევთ. შეიძლება ზოგიერთ საკითხში გასარკვევად ძველი კავშირების აღდგენა მოგიწიოთ. თუ მარტოხელა ხართ, შეიძლება ვიღაც განსაკუთრებულს შეხვდეთ და დაიწყოთ ურთიერთობა, რომელიც დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ. ახლობელი ადამიანის სიტყვა ან მოქმედება პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
მორიელი
ექსპერიმენტებისთვის ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ, რაიმე ახალი მოსინჯოთ და სასარგებლო გამოცდილება მიიღოთ. ნურაფერს დაგეგმავთ – გარემოებები სწრაფად იცვლება, ამიტომ ინტუიციურად უნდა იმოქმედოთ და ინიციატივა გამოიჩინოთ. რუტინული სამუშაო და წვრილმანი საქმეები დიდ დროს წაგართმევთ. თუ დახმარება გჭირდებათ, ძველ მეგობრებს მიმართეთ. დროა, საკუთარი ცხოვრება უსარგებლო ნივთების ან ადამიანებისგან გაათავისუფლოთ.
მშვილდოსანი
დრო უქმად არ დაკარგოთ – 16 ოქტომბერი შესანიშნავი დღეა რთული საკითხების მოგვარებისა და აქტიური მუშაობისთვის. თუ არ იზარმაცებთ, შეიძლება უფროსის ქება და ფულადი ბონუსი დაიმსახუროთ. ეცადეთ, ურთიერთობებში გულწრფელობა გამოიჩინოთ და დანაპირები შეასრულოთ. მოერიდეთ სამსახურებრივი რომანის დაწყებას, რომელიც ბევრ პრობლემას შეგიქმნით და შეიძლება, თქვენი ავტორიტეტი მიწასთან გაასწოროთ.
თხის რქა
არახელსაყრელი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად. ახლა მთელი ყურადღება ძველი საქმეების დასრულებას უნდა დაუთმოთ, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით. ახალ ნაცნობებს სიფრთხილით მოეკიდეთ – შესაძლოა, რომელიმემ თქვენი საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება სცადოს. დაიცავით საკუთარი აზრი როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. თუ შესაძლებელია, საღამო მარტოობაში გაატარეთ. ეს დაგეხმარებათ, რომ სიმშვიდე დაიბრუნოთ და კონფლიქტები თავიდან აიცილოთ.
მერწყული
რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით და ურთიერთობას დაამყარებთ, ეს დღე მით უფრო წარმატებული იქნება. შეიძლება იპოვოთ პასუხი კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. მოერიდეთ კამათს და დისკუსიებში ჩართვას – ამ დღეს ნებისმიერ სიტყვას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. უწყინარმა შენიშვნამ შეიძლება სერიოზული კამათი გამოიწვიოს, რაც თქვენთვის მნიშვნელოვან ურთიერთობას გააფუჭებს. თუ არ იზარმაცებთ, შეიძლება ძველი, რთული დავალება დაასრულოთ.
თევზები
ეცადეთ, პირადი საზღვრები დაიცვათ და მანიპულირების უფლება არავის მისცეთ. ფრთხილად იყავით, აჩქარებამ შეიძლება შეცდომები გამოიწვიოს. გირჩევთ, ახალი პროექტის დაწყება სამომავლოდ გადადოთ, რადგან დღეს ვარსკვლავების განლაგება არახელსაყრელია. ამ დღეს ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ თამამად შეგიძლიათ აკეთოთ ყველაფერი, რასაც ადრე ვერ ბედავდით.