საკუთარი პოლიტიკური არჩევანი დააფიქსირა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმაც.
ჩიქოვანი ხმის მისაცემად ზუგდიდში, 1-ელ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა.
„საარჩევნო კამპანია დასრულებულია. დღეს არის არჩევნების დღე. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ მაქსიმალურად ყველამ მივიღოთ მონაწილეობა.
დღეს გვჭირდება ქუდზე კაცი იმისთვის, რომ გაკეთდეს არჩევანი, რომელიც მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ჩვენ ქვეყანას წაიყვანს ევროპისკენ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.