15 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 42.3% შეადგენს. აქ რეგისტრირებული 58 288 ამომრჩევლიდან არჩევნებზე 24671 ამომრჩეველი მივიდა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აქტივობამ 43.79% შეადგინა. აქ რეგისტრირებული 27 254 ამომრჩევლიდან 11 937 ამომრჩეველი მივიდა.
რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, აქტივობამ 48.38% შეადგინა. აქ რეგისტრირებული 17 366 ამომრჩევლიდან, საარჩევნო უბნებზე 8402 მივიდა.
ცნობისთვის, ეს მონაცემები “ქართული ოცნების” შექმნილ გვერდზე, shedegebi.ge-ზე ვრცელდება.
ინფორმაციისთვის, ამ საიტის შესახებ დღეს “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, საიტზე განთავსებული ინფორმაცია საარჩევნო უბნებიდან მიღებულ ოფიციალურ, ოქმებში დაფიქსირებულ შედეგებს ეფუძნება. 8 საათიდან კი წინასწარი მონაცემებიც გამოქვეყნდება.