ბრიტანული გამოცემის “The Daily Mail” ცნობით, დასავლეთის ქვეყნებში ახალი მოდა მკვიდრდება – კარაქიანი ყავა.
ახალი სასმელის მოყვარულები ირწმუნებიან, რომ ამ ორი პროდუქტის შერწყმა ზრდის ენერგიას, ხელს უწყობს წონის დაკლებას და ყურადღების გამახვილებას. ამერიკისა და ბრიტანეთის ყავახანების მსხვილმა ქსელებმა კარაქიანი ყავა მენიუში უკვე შეიტანეს, ხოლო ყავისმწარმოებლებმა გამოუშვეს პროდუქცია წარწერით „კარაქიანი ყავა“.
კარაქიანი ყავა ჯანმრთელი ცხოვრების წესის ერთ-ერთმა გურუმ დეივ ასპრეიმ მას შემდეგ დაამკვიდრა, რაც ტიბეტში მოგზაურობისას გასინჯა ჩაი იაკის (ტებეტური მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი) კარაქით. კარაქიანი ყავა დღეისათვის ცნობილია სახელებით „ცხიმიანი შავი“ და „პალეოლითური ყავა“. დეივ ასპრეი აცხადებს, ასეთი სასმელი 6 საათის განმავლობაში ადამიანს ენერგიას მატებს, ხოლო ორგანიზმი კალორიებს მთელი დღის განმავლობაში წვავს. მისივე თქმით, სასმელი ზრდის ადამიანის შემეცნებით და ყურადღების გამახვილების უნარს.
კარაქიანი ყავის მომზადების რეცეპტი ასეთია: ფინჯანში აწვეთებენ გამდნარი ქოქოსის ზეთის (ერთადერთი მცენარეული ზეთი, რომელიც კარაქივით მყარია) ორ წვეთს და ორ ჩაის კოვზ გამდნარ კარაქს. ამ მასას თქვიფავენ და შემდეგ ყავას ამატებენ.
სასმელს საკმადო სპეციფიური გემო გააჩნია და ყავა აშკარად ცხიმიანი გამოდის. ექიმთა ნაწილი ეჭვს გამოთქვამს, რომ სასმელი წონის დაკლებას ხელს ვერ შეუწყობს და პირიქით გაზრდის ორგანიზმის ცხიმოვან მასას და ქოლესტერინს სისხლში. ეს უკანასნკელი გულის დაავადებათა და ინსულტის რისკის მატებას განაპირობებს.
ავტორი