ოზურგეთელი მზეკო შარაშენიძე, რომელიც საერთაშორისო კატეგორიის მსაჯია ფეხბურთში, ახალ წარმატებებს აღწევს.
2 ნოემბერს, მზეკომ, ლუქსემბურგში, ბეტემბურგის მოედანზე იმსაჯა.
_ეს იყო 17 წლამდე ქალთა ევრო საკვალიფიკაციო ეტაპი, აზერბაიჯანი-ლუქსემბურგის მატჩი. მე ამჯერადაც მთავარი მსაჯი ვიყავი და პირველი შემთხვევა იყო, როცა ქართველმა ქალებმა ვიმსაჯეთ უეფას ეგიდით გამართულ შეჯიბრში. მეხმარებოდა ქართველი ასისტენტი სოფო წულაია, ხოლო მეორე ასისტენტი და მეოთხე მსაჯი იყვნენ საბრძნეთიდან, _ გვითხრა ზე კომ.
„გურია ნიუსი“ წარმატებებს უსურვებს ოზურგეთელ მსაჯ ქალბატონს, რომელიაც კარგახანია, საერთაშორისო საფეხბურთო სივრცეს „მთავარი მსაჯის“ ამპლუაში ევლინება .
ავტორი