“კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის 34-მა მოქმედმა წევრმა შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი და თუ საკონსტიტუციო არ მიიღებს სარჩელს, ეს იქნება კიდევ ერთი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება,” – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა.
“კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის 34-მა მოქმედმა წევრმა შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი და მნიშვნელოვანია, რომ ვასაჩივრებთ მთლიანად არჩევნების კონსტიტუციურობას და ამ არჩევნების მომწესრიგებელ ნორმებს, რომლებმაც უზრუნველყვეს საქართველოს ასი ათასობით მოქალაქის კონსტიტუციური უფლების დარღვევა. პარლამენტის სამანდატო კომისია ვალდებული იქნება არ გაატაროს რეგისტრაციაში 150-ვე დეპუტატობის კანდიდატი, ვინაიდან არჩევნების კონსტიტუციურობაზე სასამართლოში იქნება დავა. თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს ამ სარჩელს, კიდევ ერთხელ აღმოჩნდება და დადასტურდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო რეალურად არ არსებობს ამ ქვეყანაში და ესე კიდევ ერთი დამატებითი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება იქნება,” – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.