„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან დისკუსია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე, „გონივრულია. ქართველებმა არ მისცეს მათ საშუალება, რომ თავისი ქვეყანა დასავლეთის მარიონეტად აქციონ. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, LDPR-ის ლიდერმა, ლეონიდ სლუცკი ტელეგრამის არხზე დაწერა.
„ქართველებმა ბრძნულად არ დაუშვეს მათი ქვეყანა დასავლეთის მარიონეტად გადაექციათ. ღირსეული და პატივსაცემი წინააღმდეგობაა. ეს არის პასუხი ყველას, ვინც უნიპოლარული სამყაროს წესების დაცვით, დიპლომატიის ნაცვლად, იყენებს მუქარას და ძალას, ორმაგ სტანდარტებს და სანქციებს“, – განაცხადა მან.
სლუცკიმ აღნიშნა, რომ აქ „არ არის საჭირო ისევ „მოსკოვის ხელის“ ძებნა, როგორც ეს იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში.
„რუსეთი არ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში. როგორც ვლადიმერ პუტინმა თქვა, “ჩვენ უბრალოდ არ ვეხებით”. მაგრამ ჩვენ პრაგმატული და პატიოსანი მიდგომის მომხრე ვართ ორმხრივ ურთიერთობებში არსებული პრობლემების გადაწყვეტაში, მათ შორის ყველაზე მწვავე პრობლემების“, – დასძინა რუსმა პარლამენტარმა.
„როგორც ჩანს, იგივე პოზიცია აქვს დღეს თბილისს (თუ არ ჩავთვლით გამოსულ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ სამოქალაქო ომისა და საგარეო ინტერვენციისკენ მოწოდებით გამოდის). სწორედ ამიტომ არის ევროპარლამენტის რეზოლუცია შეურაცხმყოფელი – და არა მხოლოდ ქართველებისთვის, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხალხის უფლებას საკუთარი არჩევანისა და ქვეყნის განვითარების გზას“, – თქვა სლუცკიმ.