14-15 დეკემბერს, ქალაქმა ბათუმმა, მუხრან ვახტანგაძის სპორტის სასახლეში, უმასპინძლა აჭარის ჩემპიონატს „’შერეული კრივი“, რომელშიც მონაწილეობდნენ ჩოხატაურის სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრის კიკბოქსინგის კლუბი „ფინალები“.
ურთულესი ჩხუბების მიუხედავად, გურულების შედეგი ასეთია:
გურამ შავაძე, საბა თევზაძე და თემურ კიკვაძე შინ ოქროს მედლებით დაბრუნდნენ.
ალექსანდრე ლომთათიძე და ილია წულაძე კი, ამჯერად ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.
მწვრთნელი გივი გოგუაძე _ კიკბოქსინგის სპორტის ოსტატი, შავი ქამარი, 1 დანი.