რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ „უკრაინაში ცოტა ხანში არავინ დარჩება, ვისაც ომი უნდა“, _ იუწყება tass.ru.
პრესკონფერენციაზე პუტინმა დიდი ბრიტანეთის ექსპრემიერი ბორის ჯონსონიც გაიხსენა: „ჩამოვიდა ბატონი ჯონსონი, კარგი ვარცხნილობით და უთხრა უკრაინელებს, რომ საჭიროა ბრძოლა უკანაცკნელ უკრაინელამდე. და ისინიც იბრძვიან. მალე გამოილევიან ის უკრაინელები, რომლებსაც ომი უნდათ“, _ თქვა პუტინმა.
„ჩვენ მზად ვართ. მაგრამ საჭიროა ის მხარეც იყოს მზად მოლაპარაკებებისა და კომპრომისებისთვის“, _ თქვა პუტინმა.