“გუშინ რუსთაველის გამზირზე ქართველმა ხალხმა შეასრულა გამარჯვების ცეკვა. აუცილებლად გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და ის ღირსეული ადამიანები, ვინც ციხეში ჰყავს გამომწყვდეული ოლიგარქს. ხარება და გომალური, რომლებიც მაგნიტსკის სიაში არიან შეყვანილები, როგორც ჯალათები, აუცილებლად აგებენ კანონის წინაშე პასუხს.” – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა.
ოზურგეთში, ოზურგეთის პოლიციასთან “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრები პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენებას აპროტესტებენ, ასევე ითხოვენ იმ ადამიანების გათავისუფლებას, რომლებიც უკანონოდ დააკავეს ბოლო პერიოდის განმავლობაში აქციის მიმდინარეობის პროცესში.
“რუსმა ოლიგარქმა მოინდომა და შეძლო, რომ არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო რომ არ არის, ისეთი სახელმწიფო შეგვიქმნა ახლა. მაგნიტსკის სიაში შეიყვანეს ე.წ. შს მინისტრი, მისი მოადგილეები და ეს ადამიანები ოფიციალურად მკვლელებად, ჯალათებად არიან გამოცხადებული სწორედ იმის გამო, რასაც თქვენ ახლა ხედავთ – დასისხლიანებული, ნაცემი ადამიანების ფოტოები, რომლებიც მხოლოდ იმის გამო სხედან ციხეში და სწორედ იმის გამო სცემენ, რომ მათ უყვართ საკუთარი ქვეყანა და ეს მკვლელი, გარეწარი ხარებას და გომელაურის დავალებების შემსრულებლად იქცა “მილიცია”. ალბათ, ძალიან ოპტიმისტები ვართ, რომ მოვედით ამათთან, რომ დავანახოთ თუ სად არის სიმართლე, ნათელი მხარე. გუშინ რუსთაველის გამზირზე ქართველმა ხალხმა შეასრულა გამარჯვების ცეკვა და აუცილებლად გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და ის ღირსეული ადამიანები, ვინც ციხეში ჰყავს გამომწყვდეული ოლიგარქს, აუცილებლად დაიწერება მათზე ბევრი.” – განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.
ნიკოლაშვილის განცხადების ტექსტს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.