“ტრამპმა ნათლად აჩვენა როგორ უყურებს ის ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებს”, – წერს X-ის საკუთარ გვერდზე ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი რესპუბლიკური პარტიიდან.
“თუ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიის განადგურების თავის გეგმას 29 დეკემბერს ბოლომდე განახორციელებს, ის უნდა ელოდოს ისეთ რეაგირებას, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა”, _ წერს უილსონი.

































































