თბილისში, სახალხო დამცველის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ,,ოცნების” მიმართ ლოიალობით გამოირჩევა და პერიოდულად უარყოფს აპარატის თანამშრომლების მიერ დაწერილ კრიტიკულ მიგნებებს.
დემონსტრანტებისთვის მიუღებელია იოსელიანის განცხადება, თითქოს აქციაზე დაკავებული ასობით ადამიანის წამებაზე არ უთქვამს, რომ „სისტემურია“ და რომ მას არ სჯერა 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებების.
აქტივისტმა ელენე ქაიხოსროშვილმა აქციაზე სამგლოვიარო თაიგული მიიტანა.
აქციის მონაწილეებმა სახალხო დამცველის ოფისთან 3 მუყაოს ყუთით მიიტანეს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები.
წყარო: „პუბლიკა“