თუ უძილობა გაწუხებთ, მნიშვნელოვანია, რომ შეიმუშავოთ სპეციალურად თქვენზე მორგებული ძილის რიტუალი.
შეარჩიეთ დრო, რომელ საათზე უნდა წახვიდეთ დასაძინებლად. ეს შეიძლება პრობლემის გადაჭრის ყველაზე რთული ნაწილია, მაგრამ ყოველ ღამე, ერთი და იმავე დროს დაძინება, წარმატების გასაღებია.
ძილის წინ მიიღეთ თბილი აბაზანა ან შხაპი. ტემპერატურის სწრაფი ცვლილება ხელს უწყობს ძილის სტიმულირებას.
დაიცავით პირადი ჰიგიენა. თუ არ გაქვთ სპეციალური თავის მოვლის რეჟიმი, უბრალოდ სცადეთ რაიმე მარტივი, როგორიცაა სახის დაბანა, კბილების გახეხვა ან სხვა ნებისმიერი რამ, რაც თქვენთვის შესაფერისია.
დაიწყეთ ჩანაწერების გაკეთება. დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების დაწერას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.
შეადგინეთ მომდევნო დღის გეგმა. უბრალოდ ჩამოთვალეთ ყველაფერი, რაც უნდა გააკეთოთ მომდევნო დღეს.
მიიღეთ თბილი სითხე, რომელიც არ შეიცავს კოფეინს. თბილი სასმელის მიღება, ასევე, დამამშვიდებელი ნაბიჯია. დალიეთ ჭიქა ცხელი წყალი თაფლით და ლიმონით, ან ნებისმიერი თბილი სითხე, რომელიც კოფეინს არ შეიცავს.
დაძინებამდე 60-90 წუთით ადრე მოშორდით ტელევიზორის ან კომპიუტერის ეკრანს.
გაატარეთ დრო თქვენს მეუღლესთან, შვილებთან ან სხვა მნიშვნელოვან ადამიანთან ერთად. ისაუბრეთ, გაუზიარეთ თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები და გააძლიერეთ ემოციური კავშირები.