ნორვეგიის მოსახლეობა 4 990 800-ს შეადგენს, მათგან მხოლოდ 3.1%-ისა დაუსაქმებელი. მოსახლეობის დიდი ნაწილი ათეისტია, თუმცა სახელმწიფო რელიგიად ევანგელისტურ- ლუთერანულია გამოცხადებული. სანამ მისიონერები ქრისტიანობას გაავრცელებდნენ, ისინი ღმერთ ოდინსა და მის შვილს, თორს ადიდებდნენ.
საუკეთესო სეზონი ტურისტებისთვის მაისიდან-სექტემბრამდეა. აქ მოგზაურობა განსაკუთრებულად უყვართ თევზაობის მოყვარულებს. ნორვეგიის მდინარეები და ტბები განთქმულია თევზის იშვიათი ჯიშებით.
ნორვეგიელებს ეკუთვნით ისეთი გამოგონებები, როგორიცაა თხილამურები, აეროზოლი სპრეი, ხის მაღალი სკამი ბავშვისთვის.
გაგიკვირდებათ და შაბათ-კვირას პოლიციელები ისვენებენ.
ნორვეგიაში უმაღლესი განათლება უფასოა. კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში გადასახადის გარეშე ისწავლით.
ნობელის პრემიით დაჯილდოება ყოველთვის ნორვეგიის დედაქალქ ოსლოში ტარდება.
პროდუქტები აქ ძალიან ძვირია. მაგალითისთვის სიგარეტის კოლოფი – 20 დოლარი ღირს.
მშობელს აკრძალული აქვს ბავშვის ცემა, ყვირილი, მუქარა, დაშინება – ეს კანონით ისჯება.
სკანდინავიური ხის არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშია ურნესის ხის შავი ეკლესია (12-13 საუკუნე).
ჩრდილოეთის ციალი. იგივე ავრორა – ატმოსფეროს ზედა ფენებში არსებული ნათებაა, გამოწვეული დამუხტული ნაწილაკების შეჯახებით.





































































