გორის გვირაბში ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა ევაკუატორს შეეჯახა. ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი.
გარკვეული დროის განმავლობაში, გვირაბში მოძრაობა შეფერხდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს ( რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია)

































































