გაზის მილს ცეცხლი მოეკიდა. შემთხვევა ღამით დიდ დიღომში მოხდა. ინფორმაციას გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
“თბილისი – დიდი დიღომი ავთანდილის ქუჩაზე დღეს გაზის მილს მოეკიდა ცეცხლი, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ცეცხლი ამ ეტაპზე ჩააქრეს”,_ წერია გვერდზე “ჩემი ქალაქი მკლავს” გავრცელებულ ინფორმაციაში.



































































