საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ განცხადებას ეხმაურება.
„მივესალმები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ განცხადებას. შეთანხმება სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტზე გადამწყვეტი ნაბიჯია კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი სტაბილურობისკენ. ამ ისტორიულ მიღწევას მშვიდობისა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები მოაქვს“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, როგორც გუშინ ცნობილი გახდა, სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ.