ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ბათუმის მერიის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ინფორმაციას ajaratimes ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად ქალი დაშავდა და სხვადასხვა სახის ტრავმით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.





























































