უკრაინაში მებრძოლ თორნიკე გოგუაძეს რუსეთში დაუსწრებლად მიუსაჯეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გავრცელებული განცხადებით, ქართველ მებრძოლს „ბრალად ედება შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ ჯარისკაცად მონაწილეობა“
თორნიკე გოგუაძე უკრაინაში მოხალისედ პუტინის ომის დაწყების პირველივე დღეებში წავიდა. მანამდე ის დასავლეთ საქართველოში ცხოვრობდა, მუშაობდა და ომის მხოლოდ ფილმებში ჰქონდა ნანახი, მაგრამ როგორც რადიო თავისუფლებას უყვება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოსვენება დაკარგა და წასვლის გადაწყვეტილებაც ძალიან მალე მიიღო
ახალგაზრდა ქართველი კაცისთვის ამ ომში ბრძოლა საქართველოსთვის ბრძოლასაც უტოლდება და ამბობს, რომ ომის დასრულებამდე იქ დარჩება. მერე კი, მერე ერთ ფურგონს იყიდის და მსოფლიოს შემოუვლის. თორნიკე პირველივე დღიდან ცდილობს, ყველაფერს გადაიღოს და ამბობს, რომ ეს არქივი
მოჰყვება მასზეც და მის თანამებრძოლებზე
წყარო: რადიოთავისუფლება


































































