ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღეს ლანჩხუთში კარგად ცნობილი მომღერლის ოთო ნემსაძის ძმა, ბესიკ ნემსაძე იმღერებს.
უწყების ცნობით, 26 მაისს, ლანჩხუთში, მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება: 12 საათზე დამოუკიდებელი საქართველოს მეთაურის ნოე ჟორდანიას ბიუსტის ყვავილებით შემკობაა დაგეგმილი, ხოლო 15 საათზე ადმინისტრაციული შენობის წინ ადგილობრივი შემსრულებლებისა და ბესიკ ნემსაძის კონცერტია დაგეგმილი.





























































