დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი მუშა ნიუ იორკში მდინარე ჰადსონზე სატვირთო ხომალდზე აფეთქების შედეგად.
მედიის ინფორმაციით, შემთხვევა საკანალიზაციო წყლების გადამზიდ ხომალდზე მოხდა. აფეთქების დროს ბორტზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
ნიუ იორკის სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, აფეთქების მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.