იცით თუ არა, რომ ადამიანის ორი თვალიდან ერთ-ერთი დომინანტია?
გვგონია, რომ ადამიანის ორივე თვალი თანასწორია, მაგრამ თურმე სულაც არ არის ასე. სინამდვილეში ერთ-ერთი ჩვენი თვალი მეორეზე დომინირებს.
იმის გასარკვევად, თუ რომელია დომინანტი თვალი თქვენს შემთხვევაში, ჩაატარეთ შემდგომი ექსპერიმენტი:
საჩვენებელი თითით და ცერა თითით გააკეთეთ წრე და თვალით აღნიშნული წრის შუაგულში დააფიქსირეთ რაიმე ობიექტი. შემდეგ მიყოლებით დახუჭეთ ჯერ მარჯვენა, ხოლო შემდეგ კი მარცხენა თვალი. თუ საგანი არ „გადაადგილდა“, მაშასადამე, მას დომინანტი თვალით უყურებთ, ხოლო თუ საგანი „გადახტა“, მაშინ შესაბამისი თვალი დომინანტი არ არის.
ადამიანთა უმრავლესობის შემთხვევაში დომინანტი თვალი მარჯვენაა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ის თვალია, რომლითაც საუკეთესოდ ვხედავთ. პირიქით, შეიძლება არადომინანტი თვალით უკეთესადაც კი ვხედავდეთ. ეს უბრალოდ, პირობითი მოცემულობაა.
იმას, თუ რომელი თვალი უნდა იყოს დომინანტი და რომელი არა, მთლიანად ტვინი განსაზღვრავს და აკონტროლებს.
































































