ასაწონი მარცვლეული და მაკარონი
ასაწონი პროდუქტები ნატურალურობასთან და სარგებლიანობასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე პაკეტებში შეფუთული. თუმცა მაკარონს და მარცვლეულს ეს არ ეხება. მაღაზიაში პლასტიკის სათავსოებში, სადაც აღნიშნული პროდუქტია მოთავსებული, ხშირად ჩნდება მწერების ჭუპრები. აგრეთვე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სათავსოზე პროდუქტის დამზადების ვადა ნახოთ. უმჯობესია წიწიბურა, ბრინჯი, მაკარონი, ვერმიშელი და ა.შ. შეიძინოთ შეფუთულ პაკეტებში
შეფუთული მწვანილი
ეს პუნქტი შეიძლება აბსურდული მოგეჩვენოთ, მაგრამ შეფუთული მწვანე სალათის ფოთლები ნაკლებად სასარგებლოა, ვიდრე ჩვეულებრივი. პოლიეთილენის ფოთლებზე ჩნდება ნაწლავური ბაქტერიების კოლონიები, მათ შორის სალმონელა. სალათი, რომელიც დახლებზე იყიდება, შედარებით უსაფრთხოა.
დაფქული სუნელები
დაფქვის დროს სუნელებში უმატებენ კონსერვანტებს და საკვებ დანამატებს. ზოგიერთ სუნელს კი საერთოდაც ცვლიან შედარებით იაფფასიანი ანალოგებით, მაგრამ ყიდიან მაღალ ფასებში. ეს ეხება პირველ რიგში დარიჩინს (მის მაგივრად ყიდიან კასიას) და ზაფრანას. შეძლებისდაგვარად სუნელები და წიწაკა შეიძინეთ დაუფქველი.
გახეხილი ყველი
გახეხილი ყველის შეფუთვაში ხშირად ძველი და არა იმ მარკის ყველი ხვდება, რაც იარლიყზეა მითითებული. ყველის ხარისხი და მარკა ადვილად ინიღბება, თუ მას გავხეხავთ. რაც ყველაზე არასასიამოვნოა, ზოგჯერ პროდუქტს ცელულოზას და სხვადასხვა დანამატებით ავსებენ.
მზა სალათები
შეუძლებელია იმის შემოწმება, თუ რა არის დამატებული სალათში. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ძველი მაიონეზი. თუ არ გინდათ მოიწამლოთ, გამზადებულ სალათს ნუ შეიძენთ.
ქათამი გრილზე
არომატული და მადის აღმძვრელი ქათამი შეიძლება ძველი აღმოჩნდეს.
ყავა სამი ერთში
ამ პატარა პაკეტებს ზიანი უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე სარგებლობა. ნატურალური და ხსნადი ყავა მათში საერთოდ არ არის, სამაგიეროდ მრავლადაა პალმის ცხიმი, სტაბილიზატორები, ემულგატორები და საღებავები. ეს ნაერთი ჯობია შეცვალოთ ჩვეულებრივი რძიანი ყავით.