ამ წუთებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში “ბათუმელების” და ” ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი იწყება.
ამ დროისთვის სასამართლო დარბაზში მიმდინარეობს ხალხის შეყვანა.
ინფორმაციისთვის, ეს უკვე მეორე პროცესია მზია ამაღლობელის, სადაც მედიის წარმომადგენლებს ფოტოს და ვიდეოს გადაღების და აუდიო ჩაწერის გახორციელების უფლებას არ აძლევენ ახალი კანონმდებლობის მიხედვით. შენობის შესასვლელში მზია ამაღლობელის კოლეგები და მეგობრები სკანდირებენ: “თავისუფლება მზიას”, “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.
მანდატურები კი აკონტროლებენ სიტუაციას, რომ ჟურნალისტებმა ფოტო ან ვიდეო არ გადაიღონ.






























































