ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლის დირექტორი, ნანა ცინცაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. პოსტი სკოლის კურსდამთავრებულებს ეძღვნება, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
“ცხოვრებაში მთავარია დაისახო მიზანი, იყო პასუხისმგებლიანი, გჯეროდეს საკუთარი თავის, გვერდით გყავდეს ისეთი ადამიანები, რომლებიც გაძლევენ მოტივაციას, შენს ყველა წარმატებას შენთან ერთად ზეიმობენ, მაშინ შენი მიზნები აუცილებლად ასრულდება.
შენი მიზნების ასრულება, კი მათი შრომის დაფასებაა.
კიდევ ერთხელ უდიდესი სიამაყე გვეუფლება, როცა ჩვენი კურსდამთავრებულები სტუდენტები ხდებიან.
წელსაც ნაყოფიერი წელი გვაქვს. ჩვენი 5 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა. ანთიძე ლიზი, კალანდაძე გიორგი, კალანდაძე მარიამი, ჩანტლაძე ლუკა, ჩანტლაძე მარიამი – ეს ის ახალგაზრდებია, რომლებითაც ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ.
დაგლოცავთ, დაგილოცავთ თქვენს სავალ გზებს.
დარწმუნებულნი ვართ, რომ თავაწეულები, ამაყები ვივლით თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯებით.
ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. ჩვენს კურსდამთავრულებთან ერთად, ყველა აბიტურიენტს ვულოცავთ სტუდენტობას.
თქვენ უნდა შექმნათ ნათელი მომავალი, თქვენ უნდა იყოთ ჩვენი ხვალინდელი დღე, თქვენ უნდა ჩაიბაროთ ჩვენი სიბერე. უფალი შეგეწიოთ ამ რთულ გზაზე.
სიყვარულით, სკოლის დირექტორი
ნანა ცინცაძე”



































































