მეწყერს ინდოეთში 4 ადამიანი ემსხვერპლა, 50 დაკარგულია. ინფორმაციას reuters ავრცელებს.
უტარაკჰანდის შტატის ხელისუფლების ცნობით, მეწყერი ჰიმალაის მთებში მდებარე სოფელ დჰარალში ჩამოწვა და რამდენიმე სახლი მოიყოლა.
მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენასა და დაკარგულების პოვნას ცდილობენ.






























































