“ახალგაზრდა ადვოკატების” განცხადებით, ქობულეთში მიწის კომისიის აქტები, რითაც ოჯახს ნახევარ მილიონის ქონება წაერთვა, სასამართლოში გასაჩივრდა.
“ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია მზადყოფნას გამოთქვამს აღასრულოს ნებისმირი მავალდებულებელი გადაწყვეტილება, რომელიც დააკმაყოფილებს დაზარალებული ოჯახის ინტერესებს, ქობულეთში, წართმეული ნახევარ მილიონი ღირებულების სამკვიდრო ქონების უფლებადამდგენი დოკუმენტის – საკუთრების მოწმობების ბათილობასთან დაკავშირებით. ამასთან, კომისია „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობის ვადით, დროებით შეჩერებული უფლებამოსილების გამო, მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასა და შედეგებზე. შესაბამისად, კომისიამ თალიკო ღაღაიშვილის ოჯახს წერილობითი ფორმით აცნობა, რომ უფლებამოსილია საკუთრების მოწმობების ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. დაზარალებული ოჯახის მიმართ სამართლებრივი დახმარების შემდგომი მზადყოფნა კომისიამ 2025 წლის 11 აგვისტოს პირისპირ შეხვედრის დროსაც დაადასტურა. განცხადებას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს, რომელიც თალიკო ღაღაიშვილის ინტერესები დამცველია.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ქობულეთში, წართმეულ ნახევარ მილიონიანი ღირებულების სამკვიდრო ქონების უფლებადამდგენი დოკუმენტების – საკუთრების მოწმობების ბათილად ცნობის მოთხოვნით თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 2025 წლის 4 ივლისს მიმართა, ხოლო 2025 წლის 14 ივლისს წარდგენილი იქნა დაზუსტებული ადმინისტარციული საჩივარი. ორგანიზაციამ 2025 წლის 27 ივლისს, მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში, სამემკვიდრეო ქონების ხელყოფის მასშტაბურ ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ თაღლითური გზით ქონების ხელში ჩაგდებისა და მიტაცების შემთხვევა, რამაც განსაკუთრებული დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი და მიუღებელი შემოსავალი გამოიწვია, ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ 2007 წელს, ფიზიკურმა პირებმა: ბადრი ღაღაიშვილმა და დათო ღაღაიშვილმა წინასწარი შეთანხმებით, შექმნეს და დაამუშავეს ქონებების ხელში ჩაგდების სქემა, შემდგომ მოახდინეს სანათესაო და საახლობლო წრეზე მიწის ნაკვეთების კანონსაწინააღმდეგო, ამორალური, თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგებების საფუძველზე გადაფორმება, აჭარაში მოქმედი ჯერ სამეშენებლო, შემდეგ სარესტორნო ბიზნესში ჩართული მათთან დაკავშირებული პირების დარწმუნება, რომ ქონება არ იყო ნაკლის მქონე, რაც ოჯახისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმის მასალებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ 2007 წლის 21 დეკემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განცხადებით მომართეს ბადრი ღაღაიშვილმა და დათო ღაღაიშვილმა. ძმებმა – ბადრი ღაღაიშვილმა და დათო ღაღაიშვილმა საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვეს უძრავ ქონებაზე, რომლის მდებარეობად მიეთითა: ქ. ქობულეთი, სოფელი კვირიკე. მათ წარმოადგინეს მხოლოდ პირადობის მოწმობის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც მომზადებული იქნა შსს ყოფილი მინისტრ ივანე მერაბიშვილის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ (ა)იპ „მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ (ს/კ 204395984) მიერ. ბადრი ღაღაიშვილის განცხადებაში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლად მიეთითა „მართლზომიერი მფლობელობა“, ხოლო დათო ღაღაიშვილის მიერ მითითებული არ არის არც ერთი პირობა: ა) მართლზომიერი მფლობელობა, ბ) სარგებლობა გ) თვითნებურად დაკავება.
2007 წლის 21 დეკემბერს შედგა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება წარდგენილი განცხადებების დაკმაყოფილების თაობაზე და გაიცა საკუთრების მოწმობები. შედეგად, უძრავი ქონებებს მინიჭათ დამოუკიდებელი საკადასტრო კოდები. კერძოდ, ბადრი ღაღაიშვილის მფლობელობაში აღმოჩნდა შემდეგი მიწის ნაკვეთები: (1) ს/კ 20.43.01.108 ქვეშ არსებული უძრავი ნივთი მისამართზე: ქობულეთი, სოფელი კვირიკე, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 3392.00 კვ.მ, (2) ს/კ 20.43.01.109 არსებული უძრავი ნივთი მისამართზე: ქობულეთი, სოფელი კვირიკე, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1004.00 კვ.მ, ხოლო ბადრი ღაღაიშვილის მფლობელობაში აღმოჩნდა (3) ს/კ 20.43.01.213 ქვეშ არსებულ უძრავი ქონება, მისამართზე: ქობულეთი, სოფელი კვირიკე, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 4242.00 კვ.მ. აღსანიშნავია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიამ 2007 წლის 21 დეეკემებრს მიღებული გადაწყვეტილებების მართზომიერების საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელა 2016 წლის 19 აპრილს და უცვლელად დატოვა გაცემული საკუთრების მოწმობები.
არც 2007 წელს და არც 2016 წელს ჩატარებულ ადმინისტრაციულ სხდომაზე მოწვეული არ ყოფილა უძრავი ქონებების ერთადერთი და კანონიერი მფლობელი, სამემკვიდრეო ქონების პირველი რიგის მემკვიდრე – თალიკო ღაღაიშვილი. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ იყო თავისი გადაწყვეტილება დაეფუძნებინა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნებოდა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, მიღებული იქნა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები, რომლის შესახებაც თალიკო ღაღაიშვილისთვის 2022 წელს გახდა ცნობილი.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ბადრი ღაღაიშვილმა და დათო ღაღაიშვილმა არამართზომიერად და უკანონოდ მიიტაცეს თავიანთი ბაბუის – ჯემალ ღაღაიშვილის ძმის – შებან ღაღაიშვილის ოჯახის სამემკვიდრეო ქონება. სადავო პერიოდში, პროფესიით იურისტი ბადრი ღაღაიშვილი საქმინობდა პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საარჩევნო კომისიაში და პირადი ურთიერთობა გააჩნდა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან და პარტიულ პირებთან. შესაბამისად, ბადრი ღაღაიშვილმა ისარგებლა იმ ფაქტით, რომ საქართველოში არ იმყოფებოდა შებან ღაღაიშვილის შვილიშვილი, თალიკო ღაღაიშვილის შვილი, რომლის პირობებშიც გაურთულდებოდა ქონების მითვისების პროცესი.
დასახელებული ქონებების ფაქტობრივი ფლობა დადგენილი და დადასტურებულია საარქივო ცნობებითა და საკომლო ჩანაწერებით, რაც საქმეზეა წარმოდგენილი. შებან ღაღაიშვილი ფლობდა სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთებს სოფელ კვირიკეში, ამჟამად ქობულეთის შემოვლითი გზის მიმდებარედ ტერიტორიაზე. წარსულში აღნიშნული დასახლება ცნობილი იყო შხულიათის სახელწოდებით, რაც ნიშნავდა სათესს ტერიტორიებს. კერძოდ, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს 2024 წლის 23 თებერვლის საარქივო ცნობის თანახმად, დოკუმენტში აღნიშნულია ორი გრაფა: „რამდენი ეკუთვნის ნორმის მიხედვით“ და „რამდენი ეკუთვნის ჩამორთმევის შემდეგ“. „რამდენი ეკუთვნის ნორმის მიხედვით“ გრაფაში აღნიშნულია 4,0, ხოლო „რამდენი ეკუთვნის ჩამორთმევის შემდეგ“ გრაფაში აღნიშნულია 4,5.
დგინდება, რომ შებან ღაღაიშვილის მფლობელობაში, არსებული მონაცემით, ირიცხებოდა 45,000 კვ.მ ფართი. სწორედ აღნიშნული მიწის ნაკვეთი სოფელ კვირიკეში, ამჟამად მდებარეობს ქობულეთის შემოვლითი გზის მიმდებარედ. აღნიშნულ მიწის ნაკვეთის ფართობის ნაწილზე, შემდგომში გაიჭრა ცენტრალური სამანქანო გზა და ერთ მონაკვეთზე საცხოვრებელი სახლი გამართა აფხაზავას ოჯახმა, რომელიც, ახლაც ადგილობრივი მცხოვრებია, ხოლო ამავე აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს 2024 წლის 23 თებერვლის საარქივო ცნობის თანახმად, შებან ღაღაიშვილის მფლობელობაში დარჩენილი მიწის ნაკვეთი უკვე შეადგენდა 2,5 ჰა, რაც 25,000 კვ.მ ფართობს წარმოადგენს. სწორედ ამ ტერიტორიაზე მითითებითაა მეურნეობა და მარცვლეული კულტურები [ჩაი, ვაშლი, ვაზი, მსხალი, ბალი, ხუმრა]
საარქივო ცნობებზე დაყრდნობით დგინდება, რომ აღნიშნული ძმებს – შებან ღაღაიშვილს, ჯემალ ღაღაიშვილს, ოსმან ღაღაიშვილსა და მუხამედ ღაღაიშვილს, საკომლო ჩანაწერებით უკვე განსაზღვრული ჰქონდათ კუთვნილი ნაკვეთები, რაც ჯემალ ღაღაიშვილის შთამომავლების შემთხვევში, იმთავითვე ცნობილი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი გახლდათ, თუმცა აღნიშნული ბადრი ღაღაიშვილმა და დათო ღაღაიშვილმა დამალეს და არ განუცხადებიათ არც 2007 წელს და არც 2016 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის წინაშე. საარქივო ცნობებით ბადრი ღაღაიშვილსა და დათო ღაღაიშვილს, თავის მხრივ ერიცხებოდათ სხვა სამემკვიდრეო უძრავი ქონებები. მათ არავითარი საზიარო უფლება არ წარმოშობიათ ჯერ შებან ღაღაიშვილის, ხოლო შემდეგ ასლან ღაღაიშვილის ფაქტობრივ/მართლზომიერ ფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებებზე.
სასამართლო წესით განსახილველია თალიკო ღაღაიშვილის მიკუთვნებითი სარჩელი და მოთხოვნილია უძრავ ქონებებზე ყველა გარიგების ბათილად ცნობა, როგორც მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებები, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური ხასიათის გარიგებები. უძრავ ქონებებზე სასამართლოს განჩინებით გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ამჟამინდელ არაკეთილსინდისიერ შემძენსა და ისევ ფიქტიურ მესაკუთრეს, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში გადაწყვეტილების შესვლამდე, აკრძალული აქვს უძრავი ნივთის დაყოფა, გაერთიანება სხვა საგანთან, გასხვისება, იპოთეკით დატვირთვა და ნებისმიერი სახის სამშენებლო საქმიანობის განხორციელება. ამასთან, საერთო სასამართლოების წარმოებაშია თალიკო ღაღაიშვილის სხვა სარჩელიც ბადრი ღაღაიშვილისა და დათო ღაღაიშვილის მიმართ მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის – 290,000 აშშ ამერიკული დოლარის დაკისრების თაობაზე, რაც სამკვიდრო მასის მიტაცების შედეგად დადგა. ამასთან, ფაქტზე თალიღობის მუხლით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმეც. მიმდინარეობს აქტიური სამართლებრივი სხვა მოქმედებებიც.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც თალიკო ღაღაიშვილი სასამართლოს მიერ სადავო უძრავი ქონებების, როგორც სამემკვიდრეო მასის მიმართ ფაქტობრივი მფლობელი გახდა და წარმოეშვა სამართლებრივი მოთხოვნის უფლება, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოთხოვილი იქნა 2007 და 2016 წლის ადმინისტრაციული წარმოების მასალები. მიუხედავად იმისა, რომ სადავო აქტები აღსრულებული აქტებია, მხარეს, როგორც პირდაპირ უფლებამოსილ პირს და ცოცხლად დარჩენილ მემკვიდრეს, აქვს იურიდიული ინტერესი ბათილად იქნეს ცნობილი. ასეთ იურიდიულ ინტერესს განაპირობებს საერთო სასამართლოებში მიმდინარე სამართალწარმოება, როგორც მიკუთვნებითი სარჩელის, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანის მოთხოვნაზე. ადმინისტარციული აქტების, როგორც უფლებადამდგენი აქტების არსებობა, ხელს უშლის მხარის მემკვიდრეობითი და საკუთრებითი დარღვეული უფლების აღდგენას.
ცნობისთვის: მხარემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებები სასამართლოს წესით გაასაჩივრა. თავის მხრივ, ორგანიზაცია თალიკო ღაღაიშვილის ოჯახისთვის წართმეული სამემკვიდრეო ქონების დაბრუნების საკითხზე აგრძელებს მასშტაბურ და მრავალხმრივ სამართალწარმოებას სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული მოთხოვნების კუთხით. ორგანიზაცია ცნობილს გახდის ქონების ფარული გარიგებების თაობაზე არსებულ ისტორიას და საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ამორალური და კანონსაწინააღმდეგო გარიგებების თაობაზე. ამასთან, გასაჯაროვდება დოკუმენტური ფილმიც და პასუხი გაეცემა არაკეთილსინდისიერთა ჯგუფს. თალიკო ღაღაიშვილის ინტერესებს, ორგანიზაციის სახელით, ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს”,_ წერია გავრცელებულ განცხადებაში.



































































